თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და ოპტიმიზმის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.
“არათუ 15 ათასი ადამიანის გარდაცვალება, არამედ თითოეული ადამიანის დაკარგვა უდიდესი ტკივილია მათი ოჯახებისთვის, ჩვენთვის - ექიმებისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის, მაგრამ არა იმ ერთი მუჭა ჩასაფრებული ადამიანებისათვის, რომლებიც ცდილობენ ამ სამწუხარო ფაქტის თავიანთი ბინძური მიზნებისთვის გამოყენებას.
მივმართავ ქვეყნის მოსახლეობას, რომ მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა საიმედო ხელშია, ნუ აღიქვამენ სერიოზულად ანგაჟირებული ტელევიზიების, ე.წ. ექსპერტების და ერთი მუჭა „ჰეითერების“ სიძულვილის ენით გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც გამიზნულად კეთდება მოსახლეობის დასტრესვის და პანიკის გამსოავწვევად. იყავით მშვიდად, შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი, ითანამშრომლეთ ექიმებთან, ატარეთ პირბადე, აიცერით, აიცერით, აიცერით, რათა შესაძლოდ მოკლე დროში დავძლიოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ეს ერთად უნდა გავაკეთოთ“ - წერს ცერცვაძე.
მთავარი ფოტო: pia.ge