ეს მათი პრობლემაა, ჩვენი პრობლემა აღარ არის და თავის პრობლემას თვითონვე უნდა გასცენ პასუხი. აღნიშნული განცხადება ,,ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა უკრაინის სადაზვერვო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა.
,,თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებამ არაფრად ჩააგდო საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობები და მთელი ძებნილთა კორპუსი გახადა თავისი ხელისუფლების ნაწილი და ისინი თუ გავლენას ახდენენ მათ ასეთ ხმამაღალ განცხადებებზე, ეს მათი პრობლემაა, ჩვენი პრობლემა აღარ არის და თავის პრობლემას თვითონვე უნდა გასცენ პასუხი“ _ განაცხადა ბექა დავითულიანმა.
შეგახსენებთ, 4 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს.