რა შუაშია ხელისუფლება? ნიკა გვარამია რომ არ იქნება, „მთავარი არხი“ გაქრება თუ რა მოხდება? ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი ნიკა გვარამიას დაკავებას და სასამართლოს განაჩენს.
,,სასამართლომ მიიჩნია, რომ ნიკა გვარამიამ გადადგა ნაბიჯები ,,რუსთავი 2"- ის საწინააღმდეგოდ და გამოიტანა ის განაჩენი, რაც გამოიტანა. რა შეფასებებს აძლევენ პოლიტიკური ოპონენტები ამას, ეს სამართალთან მიმართებით მეორეხარისხოვანია. სარჩელი იყო ინიცირებული ,,რუსთავი 2"- ის დამფუძნებლის მიერ ,,რუსთავი 2"- ის ინტერესების დაზიანებაზე, რა შუაშია ხელისუფლება? ნიკა გვარამია რომ არ იქნება, ,,მთავარი არხი" გაქრება თუ რა მოხდება?“ _ განაცხადა ბექა დავითულიანმა.