,,ნაციონალური მოძრაობის“ უბედურება ისაა, რომ ყველა მტერი ჰგონიათ, ვინც მათ ბანაკში არ არის. ამის შესახებ ბექა დავითულიანმა განაცხადა. მისი შეფასებით, ,,ნაცმოძრაობა" პარლამენტშიც და მის გარეთაც დესტრუქციულ ძალად დარჩება.
,,პარლამენტს სანდოობა თუ არ აქვს, რას შემოდის პარლამენტში ხატია დეკანოიძე, იდგეს გარეთ. რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს „გაყალბებულ“ პარლამენტში და ამის მონაწილე ხდება? – ჩამოყალიბდეს. მათი უბედურება ისაა, რომ ყველა მტერი ჰგონიათ, ვინც მათ ბანაკში არ არის. „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში იქნება თუ მის გარეთ, დესტრუქციას ყოველთვის შეეცდება. ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნებიან.“_ განაცხადა ბექა დავითულიანმა.
შეგახსენებთ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ენმ ბოიკოტის შეწყვეტას და პარლამენტში შესვლას აპირებს