ასეთი საკითხები მედიის წინაშე არ უნდა წყდებოდეს, აუცილებელია სამთავრობო არხების გამოყენება. ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.
,,ეს არის სერიოზული ბრალდებები, ამას რა თქმა უნდა გარკვევა სჭირდება და უნდა მოხდეს სამთავრობო არხების მეშვეობით საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის. ეს არ უნდა გადაწყდეს მედიის წინაშე ამისათვის აუცილებელია, მოხდეს მნიშვნელოვანი სამთავრობო არხების გამოყენება, რაც არსებობს. ასეთი ურთიერთდაპირისპირებით სარგებელს იღებს მხოლოდ რუსეთი. მტკიცედ მოვუწოდებ, ეს საკითხი გადატანილ იყოს შესაბამის არხებზე, სადაც შესაბამისად იქნება გამოძიებული და გადაწყვეტილი“ _ განაცხადა კელი დეგნანმა.