გიგი უგულავა არც მერად ვარგოდა, არც პოლიტიკოსად და არც კაცად. ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„გიგი უგულავა არც მერად ვარგოდა, არც პოლიტიკოსად და არც კაცად. ყველას მოღალატე და ყველასგან მიტოვებული ეს არარაობა კახი კალაძეზე რას იტყვის, კალაძეს არაფერს დააკლებს. თავად დაიხრჩობა იმ ბოღმაში, რაშიც იხრჩობა და ეს მისი არჩევანია. რომელ პოლიტიკაშია? ეს კაცი პოლიტიკაში აღარ არის. ცდილობს, რომ პოლიტიკაში იყოს და სასოწარკვეთილია სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკაში არაფერი რჩება და საკუთარი თავის აქტუალიზაციას შეურაცხყოფებით ცდილობს. უგულავამ უღალატა მიშას, მიშასგან ვისთანაც გაიქცა, იმასაც უღალატა. მის სიტყვას რა ფასი აქვს?“ _ თქვა დავითულიანმა.
ცნობისთვის, გუშინ, 23 მარტს გიგი უგულავამ კახა კალაძის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადება საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა, რითიც მან კახა კალაძის მიერ მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებულ განცხადებას უპასუხა.