გთხოვთ, აღარასოდეს გვითხრათ, რომ ჩვენი არმია ვერ პასუხობს ნატო-ს სტანდარტებს. ჩვენ ვაჩვენეთ, რა შეუძლია ჩვენს სტანდარტებს და რამდენი შეგვიძლია გავიღოთ ევროპისა და მსოფლიოს საერთო უსაფრთხოებისთვის. ამ სიტყვებით ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში ნატო-ს სამიტის მონაწილეებს მიმართა.
ვოლოდიმირ ზელენსკი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტს ონლაინ ფორმატში ჩაერთო. გამოსვლაში ზელენსკიმ საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის იარაღი და სამხედრო თვითმფრინავები.