საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ირაკლი ქადაგიშვილი, აცხადებს, რომ მმართველი გუნდი „ნაციონალურ მოძრაობის“ პირობების გათვალისწინებას არ აპირებს და ენმ-ის გადასაწყვეტია, შევლენ თუ არა პარლამენტში.
„არის პარლამენტი, მათ [„ნაციონალური მოძრაობა“] ამ პარლამენტში გარკვეული ადგილები მოპოვებული აქვთ და უნდა შემოვიდნენ და იმუშაონ. არანაირ წინაპირობასა და პირობას ჩვენ მათ არ დავუკმაყოფილებთ. მოვიდნენ პარლამენტში და როგორც წესი და რიგია ისე იმუშაონ. შემოვლენ თუ არ შემოვლენ, ეს მათი გადასაწყვეტია. მათ ოპოზიციური ფლანგისთვის დამანგრეველი პოლიტიკური ტაქტიკა და სტრატეგია აირჩიეს და ამის ნაყოფს იმკიან დღეს. 2 წლის თავზე ვერ გადაუწყვეტიათ პარლამენტში უნდა იმუშაონ თუ არა“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მთავარი ფოტო: tvalsazrisi.ge