წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრის არჩევას ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია ერთმანეთთან კოალიციაში არიან და ეს უკვე არავისთვის აღარ არის დასამალი.
„მათ დადანაშაულება აღარ სჭირდება, პირდაპირ კოალიცია გაფორმდა უკვე მეორე მუნიციპალიტეტში. პირველი იყო ჩხოროწყუ, მეორე არის წალენჯიხა. ამით იშიფრება ის, რასაც ვამბობდით ჯერ კიდევ მუნიციპალურ არჩევნებამდე. მათ შორის არის რეალური ალიანსი ჩამოყალიბებული და ეს ფორმდება კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში კოალიციის სახით. ის, რომ „ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია არიან ერთმანეთთან კოალიციაში, უკვე არავისთვის არის დასამალი და ისინი უკვე ღიად საუბრობენ და არა მარტო საუბრობენ, იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს“ - განაცხადა კობახიძემ.
მთავარი ფოტო: imedinews.ge