რუსეთის საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა წერილი, სადაც 2019 წელს რუსეთ–საქართველოს შორის შეწყვეტილ ავიამიმოსვლაზეა საუბარი. წერილში აღნიშნულია, რომ ორმხრივი კავშირების აღდგენა ორივე ქვეყნის ინსტერესშია.
ვკითხულობთ, რომ რუსეთს იმედი აქვს, საქართველოს ხელისუფლება წარსულის გამოცდილებიდან გაკვეთილებს ისწავლის და რუსეთის მიმართ უფრო "დალანსებულ" პოლიტიკას გაატარებს.
ცნობისთვის, პუტინმა გავრილოვის ღამის საპასუხოდ, 2019 წლის 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც საქართველოსა და რუსეთს შორის მიმოსვლა დროებით შეწყდა.
ფოტო: ფორმულა