ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაკავებული პოზიციიდან გაათავისუფლა. პუტინის გარდა, ფედერაციამ მასთან დაახლოებული მილიარდერი ბიზნესმენი არკადი როტენბერგიც გაათავისუფლა. ამის მიზეზად რუსეთის უკრაინაში შეჭრა დასახელდა.
ვლადიმირ პუტინი ბოლო წლებში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი იყო.