ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხი რეგიონის - ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ანექსია გამოაცხადა. რუსეთის პრეზიდენტმა ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს მიმართა და განაცხადა, რომ ე.წ. რეფერენდუმებმა აჩვენა, რომ ეს მილიონობით ადამიანის ნებაა. ის დღეს ხელს მოაწერს ხელშეკრულებებს რუსეთისთვის ახალი ტერიტორიების მიერთების შესახებ. პუტინის თქმით, რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმარება.
,,დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიეში, ხერსონში ეს არჩევანი გააკეთა ხალხმა და რუსეთი მას არ უღალატებს. კიევის ხელისუფლება პატივისცემით უნდა მოეპყროს ხალხის ნების ამ გამოხატვას. მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს გზა მშვიდობისკენ. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ხალხის უსაფრთხო ცხოვრება. ამაშია ჩვენი ხალხის დიდი განმათავისუფლებელი მისია“ _ აცხადებს პუპტინი.