ვლადიმერ პუტინის პროპაგანდისტი, გაზეთ ,,Комсомольская правда" მთავარი რედაქტორი, ვლადიმერ სუნგორკინი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედიის ცნობით, გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა.
,,Комсомольская правда" ვლადიმერ პუტინის საყვარელ გაზეთს უწოდებენ. თავად სუნგორკინი 2018 წლის 18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი იყო და ხელისუფლებასთან ყველაზე ახლოს მყოფ მედია მენეჯერად ითვლებოდა.
გამოცემა უკრაინის წინააღმდეგ ომის წამოწყების პროცესებში აქტიურად მონაწილეობდა და უკრაინელთა მიმართ ძალადობისა და ხოცვისკენ მოწოდებებით გამოირჩეოდა.
პუტინი ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც სუნგორკინის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და მას ,,პატრიოტი, არაჩვეულებრივი, შემოქმედებითად ნიჭიერი ადამიანი" უწოდა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სუნგორკინი, ,,დეზინფორმაციისა და ფაქტების მანიპულაციის“ გამო ევროკავშირის სანქციების სიაში იქნა შეყვანილი.