რა რეგულაციები იმოქმედებს არჩევნების დღეს - დეტალებს ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი, განმარტავს.
„კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლებამოსილების მქონე პირები გაივლიან თერმოსკრინინგს, თუმცა, ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ სადამკვირვებლო ორგანიზაციას ან პარტიას არ ექნება საშუალება, რომ წევრები ჩაანაცვლონ. ეს შესაძლებლობა გათვალისწინებულია. ამომრჩევლის შემთხვევაში სავალდებულოა პირბადის ტარება ისევე, როგორც სხვა პირებისთვის, ვინც კენჭისყრის შენობაში იქნება. ასევე გათვალისწინებულია ერთჯერადი კალმები. ამომრჩეველს ტემპერატურა არ ეზომება. ამით ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ამომრჩევლებს არჩევნების დღეს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში მოვემსახუროთ“ - განაცხადა კალანდარიშვილმა.
მთავარი ფოტო: ipress.ge