"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მასშტაბური სახალხო გამოსვლებისთვჯს ემზადებიან. მისი თქმით, აქციების მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იქნება.
"პარტიის მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული პოლიტსაბჭოზე, არის ის, რომ იქნება რეგიონებში შეხვედრები და მობილიზება კონკრეტული თარიღისთვის და ამასობაში, რა თქმა უნდა, აქციები ყველა ქალაქში და რეგიონში" - განაცხადა მან.
გუშინ ასევე, პოლიტსაბჭოზე სტრუქტურული ცვლილებების გადაწყვეტილება მიიღეს. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ნიკა მელიას ნაცვლად, კობა ნაყოფია დაინიშნა.