თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის პროცესია ჩანიშნული. ლევან ხაბეიშვილის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სტრატეგიაზე და გეგმებზე ისაუბრებს.
ხაბეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ხედვებს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია.
„მიხეილ სააკაშვილს დღევანდელი გამოსვლა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმ სტრატეგიასთან, გეგმებთან და ხედვებთან მიმართებაში, რომელიც მას აქვს. ამ მიმართულებით არათუ საქართველოში, არამედ უკრაინაში ეიმედებოდათ ეს ადამიანი და ამუშავებდნენ და იყენებდნენ მის პოტენციალს. დღეს სააკაშვილი კიდევ ერთხელ ხაზგასმით მოჰყვება იმის შესახებ როგორ საქართველოს ხედავს, ისეთ საქართველოს საიდანაც ქვეყნის მოქალაქეები არა თუ გარბიან, არამედ ბრუნდებიან სამშობლოში.
სააკაშვილი დროს დახარჯავს იმაში, რომ საქართველოს მოქალაქეებს უთხრას როგორ უნდა ამოვიდეთ ამ ჭაობიდან, პრობლემებიდან, რა გეგმა აქვს, რა სტრატეგიაზე მუშაობს და როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქე არ ფიქრობდეს ქვეყნიდან გაქცევაზე“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.
მთავარი ფოტო: droa.ge