ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ტამარ გაბუნიამ სასწავლო პროცესის აღდგენის შესაძლო გადავადებასთან დაკავშირებით დღეს გამართული მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტება გააკეთა. მისი თქმით, სასაწვალო პროცესის დაწყების გადავადებაზე რეკომენდაცია ჯერჯერობით არ არის.
,,სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჯერჯერობით რეკომენდაციას არ იძლევა, ანუ ყველაფერი განხორციელდება ისევე, როგორც ეს დაგეგმილი იყო. თუ დადგა ამის საჭიროება, რა თქმა უნდა, საბჭო ამ საკითხს დაუბრუნდება” _ განმარტა თამარ გაბუნიამ.