სასწავლო დაწესებულებებში შესაძლოა გაკვეთილების ხანგრძლივობა გაიზარდოს, სასწავლო პროცესი კი 15 სექტემბრის ნაცვლად 1 სექტემბერს დაიწყოს. ამის შესახებ USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის „სწავლა-სწავლების“ დირექტორმა, გიორგი ნოზაძემ edu.aris.ge-სთან განაცხადა.
ხუნდაძე მიიჩნევს, რომ პანდემიის მიერ გამოწვეული დანაკარგების აღმოფხვრა გრძელვადიანი პროცესი იქნება და ამის ანაზღაურება სწრაფად ვერ მოხდება. მისი თქმით, დანაკარგების შესავსებად გარკვეული რეკომენდაციების პაკეტი არის შემუშავებული და მისი რამდენიმე მიმართულებით გატარების შემთხვევაში, სკოლებს შეეძლებათ, დროულად დაძლიონ დანაკარგი.
როგორც გიორგი ნოზაძე აღნიშნავს, ჩავარდნის ამოვსება სამი მიმართულებით იქნება შესაძლებელი:
1. სასწავლო პროცესის გახანგრძლივება, მაგალითად, 15 სექტემბრის ნაცვლად, სწავლა შეიძლება დაიწყოს პირველ სექტემბერს და 15 ივნისის ნაცვლად 30 ივნისს დასრულდეს. ამ შემთხვევაში სასწავლო პროცესს დაახლოებით 4 კვირა დაემატება.
2. საზაფხულო სწავლება: ეს შესაძლოა იყოს ბანაკის ტიპის სწავლება, რომ ბავშვებისთვის იყოს სახალისოც და მარტივად არ მობეზრდეთ.
3. სკოლაში გატარებული საათების გაზრდა: თუ სწავლა იწყება 9:00 საათზე და სრულდება 13:00 საათზე, საათების გაზრდის შემთხვევაში სკოლაში გატარებული დრო 3-4 საათამდე გახანგრძლივდება.