სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი სასწავლო წლიდან გაკვეთილების ხანგრძლივობა გაიზრდება. აქამდე თუ პანდემიის გამო სკოლებს ეძლეოდათ საშუალება დრო შეემცირებინათ და გაკვეთილები 30-35 წუთს გრძელდებოდა, ახალი სასწავლო წლიდან მათ ამის უფლება აღარ ექნებათ. სამინისტროს განმარტებით, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები აღარ არსებობს, შესაბამისად, დროის შემცირების საჭიროება აღარ არის და თითო გაკვთილს იმდენი დრო დაეთმობა, რამდენიც ეროვნული სასწავლო გეგმით არის დადგენილი, შესაბამისად, გაკვეთილების ხანგრძლივობა 30-35 წუთის ნაცვლად 40-45 წუთი იქნება.
I კლასში ბავშვებს 35 წუთიანი გაკვეთილები ჩაუტარდებათ, II-ში 40 წუთიანი, ხოლო III-XII კლასებში გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წუთი იქნება. ორ და მეტ ცვლიან სკოლებში, გამონაკლისის სახით, დასაშვებია II-XII კლასებში გაკვეთილის ხანგრძლივობა (სკოლის გადაწყვეტილებით) 40 წუთი იყოს.
გაკვეთილებს შორის დასვენება განისაზღვრება არანაკლებ 5 წუთით, ხოლო შესვენებებს შორის უნდა იყოს ერთი დიდი დასვენება, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს და არ უნდა იყოს 10 წუთზე ნაკლები.