ბავშვები, რომლებიც 1-ელ ოქტომბრამდე 6 წლის გახდებიან, შესაძლოა სკოლაში დაუშვან. კანონში აღნიშნული ცვლილების განხორციელებაზე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი მუშაობს. კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.
არსებული კანონის თანახმად, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელია. 6 წლამდე ბავშვებს სკოლაში სწავლის შესაძლებლობა არ აქვთ. თუმცა, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში 1-ელ ოქტომბრამდე დაბადებული ბავშვები დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას შეძლებენ.