პარლამენტში "მინისტრის საათის" მიმდინარეობისას, სადაც ეკონომიკის მინისტრს უსმენდნენ, დეპუტატმა სალომე სამადაშვილა ნათია თურნავას მიმართა და უთხრა, რომ ისეთი ეკონომიკის პირობებში, როგორიც საქართველოა ის თავზე ნაცარს უნდა იყრიდეს.
"შემიძლია მოგიწოდოთ, რომ შეუერთდეთ ჯანდაცვის მინისტრს და განცხადების დაწერა განიხილოთ რაც შეიძლება მალე. ეკონომიკა ციფრებით იზომება, რეალურად, ეკონომიკის მინისტრი მხოლოდ განცხადებას კი არ უნდა წერდეს, თავზე ნაცარს უნდა იყრიდეს" - თქვა სამადაშვილმა.