,,ლელოს“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ,,ქართული ოცნებიდან“ დეპუტატების წასვლა მიანიშნებს იმაზე, რომ პარტია უმძიმეს კრიზისშია.
,,არავის სჯერა, რომ ბატონი ხუნდაძე, რომელმაც გამოაცხადა, რომ ქვეყანამ ევროკავშირიდან უნდა გამოიტანოს საერთოდ განაცხადი, რაიმეს აკეთებს ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე. ივანიშვილს შეუძლია გააძლიეროს ანტიდასავლური პროპაგანდა მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანების მხრიდან თუ მას ეს სურს. არ შევალ სპეკულაციაში, რა გათვლებია ამ სპექტაკლის უკან, ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნება" არის უმძიმეს კრიზისში. მას ძალიან სწრაფად ტოვებენ მხარდამჭერები და სწრაფად იბანენ ხელს ,,ქართული ოცნების" მომხრეები ამ პოლიტიკური ძალისგან, რადგან ყველა ხედავს, რომ მათ ქვეყნისთვის არანაირი პოზიტიური შედეგის მოტანა არ შეუძლიათ“ _ განაცხადა სამადაშვილმა.