ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოვიდა, განაცხადა, რომ მას სალომე სამადაშვილი ბრიუსელში საქართველოს ერთ-ერთ მტრად დაუსახელეს.
,,ეს არის მიზანმიმართული, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რასაც ქალბატონო სალომე სამადაშვილი საუბრობდა. პირდაპირ მითხრეს, იყო პირადად სამადაშვილი დასახელებული, შეგნებულად არ ვთქვი რამდენიმე დღის წინ და კიდევ სხვები, აღარ ჩამოვთვლით ახლა აქ, დადიან, ჭორაობენ, პირდაპირ მითხრეს ევროპარლამენტში, რომ ეს და სხვა ადამიანები მიზანმიმართულად მტრობენ საქართველოს
თქვენ ყველანი, არ ემსახურებით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, თქვენ რეალურად რომ გინდოდეთ ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის სტატუსის მიცემა, სხვანაირად მოიქცეოდით“ _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მანამდე კი, სამადაშვიოლმა რარიბაშვილს მოუწოდა გამოაქვეყნოს ის გრძელი და კრიტიკული სია, რომელიც მას ბრიუსელიდან გამოატანეს. სამადაშვილის მტკიცებით, იმ სიაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გვარამიას დაპატიმრებაა წარმოჩენილი.