,,ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პრეზიდენტის მიერ დავით ბაქრაძის გაერო-ში ელჩად დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ბაქრაძეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად ვაშინგტონში არაფერი გაუკეთებია და პრეზიდენტი მისი დანიშვნისგან თავს სწორედ ამიტომ იკავებდა.
როგორც სამადაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტმა საკუთარ გადაწყვეტილებას რატომ გადახედა, ეს თავად უნდა განმარტოს.
,,დავით ბაქრაძე წლების მანძილზე იყო "ქართული ოცნების" მიერ დანიშნული ელჩი, რომელიც ემსახურებოდა ვიწროპარტიულ ინტერესებს. ის იცავდა "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. პრეზიდენტმა სწორად აღნიშნა, რომ დავით ბაქრაძეს არაფერი გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად ვაშინგტონში და ამიტომ თავს იკავებდა მისი დანიშვნის ბრძანების ხელმოწერისგან. რატომ გადახედა საკუთარ გადაწყვეტილებას, ამაზე განმარტება თავად საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს. ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით არის, რომ ბატონი ბაქრაძე არის პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი ელჩი, რომელიც ემსახურებოდა "ქართულ ოცნებას“ _ განაცხადა სალომე სამადაშვილმა.