,,ქართული ოცნების“ დეპუტატის ალუდა ღუდუშაურის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში შეტანა სწორია, რადგან მას საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში დაფასებული ადგილი აქვს. ღუდუშაური მიიჩნევს, რომ სახელმძღვანელოში შეტანილი უნდა იყოს ასევე მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი ის საქმეები, რისთვისაც ის გაასამართლეს.
,,ძალიან სწორად არის შეყვანილი. რა, არ უნდა იყოს? ნებისმიერი პირი ამ ისტორიის სახელმძღვანელოს კარგად უნდა გეცნოს, რადგან ნამდვილად საჭიროებს... დიახ, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში აქვს დაფასებული ადგილი, განსხვავებით სააკაშვილისგან. თუ ამ ისტორიის წიგნში რაიმე არის არასწორი და არ ასახავს რეალობას, არის ის, რომ ამ ისტორიის სახელმძღვანელოში მიხეილ სააკაშვილის ის ,,საგმირო საქმეები" არ არის ასახული, რაც მან ჩაიდინა და რისთვისაც არის მსჯავრდადებული" _ განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.