"ქართული ოცნების" დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებულ კრიტიკას გამოეხმაურა.
ის ამბობს, რომ დრო და სივრცე დარჩენილია იმისთვის, რომ რეზოლუციის პროექტზე პოზიციების შეჯერება და ერთიანი რეზოლუციის მიღება მოხერხდეს.
"ჩვენ ვერ ავყვებით ანგაჟირებულ პოლიტიკოსებსა და ამ პოლიტიკოსების მიერ მართულ ხალხს. ქვეყნის მართვაში ხელისუფლების პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია. ქვეყანას პასუხისმგებლობით სავსე პოლიტიკური ძალა მართავს. ამიტომ ვერ მივიღებთ კრიტიკას იმ ადამიანებისგან, ვინც ან ვერ ერკვევა საკითხში ან იმ ხალხის მიერ არის მართული, ვისი რეზოლუციებიც და დაკარგული ტერიტორიებიც კარგად გვახსოვს. საქართველოს ხელისუფლება გონივრულ და პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს იმისკენ, რომ გამოხატული იყოს უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა" - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
მთავარი ფოტო: formulanews.ge