"ქართული ოცნების" წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ოპოზიციას "თითი დაუქნია და ცივი წყალი გადაასხა".
მისი თქმით, მიშელმა კარგად იცის იმის შესახებ, რომ მისი მედიაციით შექმნილი დოკუმენტის პირობებს ოპოზიცია არ ასრულებს. ღუდუშაური ამბობს, რომ შარლ მიშელის ჩამოსვლასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ოპოზიციის მხრიდან ფუჭი აღმოჩნდა, რადგან მან ოპოზიციურ პარტიებს უთხრა, რომ შეთანხმებას შეერთებოდნენ.
"მიშელმა ხაზგასმით მიუთითა, თუ შეიძლება ასე ითქვას, თითი დაუქნია და ყური აუწია მათ და უთხრა, წადით, შეუერთდით ამ შეთანხმებასო. თუ ის შეთანხმება "ქართული ოცნების" მხრიდან ირღვევა გნებავთ, მართლმსაჯულების საკითხებში, გნებავთ, მოსამართლეების წარდგენასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში, მიშელი რატომ მიუთითებდა პარტიებს, რომ შეერთებოდნენ, მეტიც, თქვენ მოისმინეთ, რომ ის მოხარულია იმ გადადგმული ნაბიჯებით, რომელსაც მხარეები დგამენ მისი შეთანხმების შესრულებისთვის" - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.
ფოტო: 1TV