საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური, ჟურნალისტებთან „ნამახვანჰესისა“ და „ენკასთან“ დაკავშირებით საუბრისას ამბობს, რეალურად პროცესი მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა. მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდეს, ხოლო მეორე მხრივ, დაცული იყოს საზოგადოების ინტერესი.
„ფაქტობრივი გარემოება და მოცემულობა ჯერ არ დამდგარა, ეს არის პროცესი, რაც არის გაცხადებული. როცა ეს პროცესი არ დასრულებულა და ფაქტობრივი გარემოება არ დამდგარა, ნაადრევია ფაქტობრივ მოცემულობად იმის წარმოჩენა, რომ თითქოს ეს კონტრაქტი არის შეწყვეტილი. მე მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი ინვესტორი, რომელიც ინვესტიციას ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც არის სახელმწიფოებრივად მოწოდებული და სახელმწიფო ინტერესები არის დაცული, არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ვაკეთებთ და გავაკეთებთ კვლავაც ყველაფერს, რომ განხორციელდეს პირდაპირი საერთაშორისო ინვესტიციები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად დაცული იყოს ქვეყნის, საზოგადოების ინტერესები“ - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
მთავარი ფოტო: imedi.ge