ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტებთან ევროპარლამენტარების განცხადებას პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ გამოეხმაურა. ღუდუშაურის თქმით, ქვეყანას ყავს ღირსეული პრემიერი და გადადგომა, მითუმეტეს, ვინმეს მოწოდებაზე წარსულს ჩაბარდა.
„მიხეილ სააკაშვილი აღიქვა პოლიტპატიმრად იგივეა აღიქვა პოლიტპატიმრად მეგის ქარდავა, ახალაია, ადეიშვილი, მერაბიშვილი და ა.შ. მთელი ის კასტა, რომელიც ადამიანებს პირდაპირ აწამებდა და ქვეყანას მოუწყო ის სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ და მოსახლეობამ სრულიად ლეგიტიმურად 2012 წელს უპანღურა. რაოდენ მაღალი რანგის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, ვერც ერთს ვერ დავეთანხმებით, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, ის არის ავანტიურისტი, კრიმინალი და ის იყო მთავარი არქიტექტორი იმის, რაც საზოგადოებას კარგად ახსოვს - ქუჩაში დახოცილი ადამიანები, შავებში ჩაცმული მშობლები. ქვეყანას ჰყავს უაღრესად ეფექტური, ქვეყანაზე შეყვარებული, პატრიოტი, ღირსეული ვაჟკაცი ღარიბაშვილი, ამიტომ არანაირი გადადგომა, მითუმეტეს ვინმეს მოწოდებაზე, ეს დრო წარსულს ჩაბარდა და ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიულ წინსვლას იმის მიუხედავად რას იტყვის ხაბეიშვილი და რას დააანონსებს გაფარჩაკებული ბარამიძე“ - განაცხადა ღუდუშაურმა.
მთავარი ფოტო: imedi.ge