ლელოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული პარტიის გაუქებას ითხოვს. ამის შესახებ მან Facebook გვერდზე დაწერა. მისი თქმით, აღნიშნული პარტია კონსტიტუციასთან მოდის წინააღმდეგობაში.
"რაც შეეხება ალტ-ინფოს პარტიას! კონსერვატორები თუ რაც დაირქვეს. ეს პარტია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას! თუ იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უწყება მას დაარეგისტრირებს, ძალიან მძიმე რამეს მოაწერს ხელს. მე კი ვიპოვი 29 ჩემს კოლეგას, რომელთან ერთადაც საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოვითხოვ ამ პარტიის გაუქმებას! ვიწყებთ". - წერს ნაცვლიშვილი.
ალტ-ინფომ პარტია დღეს დაარსა. აღსანიშნავია, რომ მისი წევრები ხშირად გამოირჩევიან ძალადობრივი მოწოდებებით.
ფოტო: facebook