„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი, IRI-ს კვლევას აფასებს. როგორც ის აღნიშნავს, ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია.
„თვითმმართველობის არჩევნები ეს არ იქნება არჩევნები, რომელმაც უბრალოდ სხვადასხვა ქალაქებში უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნებიან მერები და ვინ იქნება საკრებულოებში. 19 აპრილის შეთანხმების თანახმად ეს იქნება ეროვნული რეფერენდუმი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ამ ქვეყნის ბედი, გაუშვას სრულიად უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური ხელისუფლება და უზრუნველყოს ის, რომ ქვეყანა ნორმალური განვითარების გზას დაუბრუნდეს. ეს არის ამ არჩევნების მთავარი დატვირთვა. რაც შეეხება კონკრეტულ მონაცემებს, ვფიქრობ, ეს კვლევა ადასტურებს, რაც ისედაც ნათელია - ხელისუფლება ვერ მოაგროვებს თვითმმართველობის არჩევნებზე შეთანხმებით გათვალისწინებულ 43%-ს და ეს გარდაუვალად გამოიწვევს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიღწევას, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი მისია ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მთავარი ფოტო: reginfo.ge