„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი, მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის საკითხის შეტანას ეხმაურება. ნაცვლიშვილის თქმით, მას იმედი გაუჩნდა, რომ ამის შემდეგ მაინც მოექცევა განათლების სისტემა ყურადღების ცენტრში.
„ოდნავი ირონიით ვიტყვი - მიხარია, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა სკოლის სახელმძღვანელოებში, რადგან იმედი მაქვს, რომ როგორც პოლიტიკური სპექტრის, ისე მედიის წრეებში ამიერიდან განათლების სისტემა თავისი სკოლის სახელმძღვანელოებით, რომელიც ძალიან მძიმე დღეშია, მოექცევა მუდმივი ყურადღების ცენტრში“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მთავარი ფოტო: 2020news.ge