დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, აცხადებს, რომ მეხუთე ტალღა უკვე დაწყებულია და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ მძიმდება. მეხუთე ტალღა დაწყებულია. სამწუხაროდ, წინ ძალიან რთული ნოემბერი გველის. მისი გადავლა ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე იქნება, თუმცა, შესაძლებელია მისი თავიდან აცილება, რადგან დღეს უკვე გვაქვს საშუალება, ეფექტური იარაღი იმისთვის, რომ შევაკავოთ პანდემია და გადავარჩინოთ ათასობით ადამიანის სიცოცხლე.
თუ გვინდა, რომ გადავარჩინოთ ათასობით ადამიანის სიცოცხლე, დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, ჩვენს შვილებს მივცეთ უსაფრთხოდ განათლებისა და განვითარების საშუალება, კიდევ უნდა აიცრას სულ მცირე ერთი იმდენი ადამიანი, რაც აქამდე აცრილია“ - ამბობს ამირან გამყრელიძე.
მთავარი ფოტო: primetime.ge