დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 400 000 დოზა ,,ფაიზერი“ ქვეყანაში აუთვისებელი დარჩა.
როგორც გამყრელიძე აცხადებს, მთავრობა მალე ვაქცინაციის ახალ გეგმას დაამტკიცებს.
,,მთავრობა მალე დაამტკიცებს ვაქცინაციის ახალ გეგმას, იქ მთელი რიგი წამახალისებელი ღონისძიებები იქნება, მომენტალური წახალისება გრძელდება. ძალიან შეწუხებული ვარ, მოწოდებების, თხოვნისა და მუდარის მიუხედავად, 400 0000-მდე დოზაა დარჩენილი. ფინანსურად არ გვიზარალია, მაგრამ ,,ბუსტერზე" რომ მოსულიყვნენ და მეტი რომ აცრილიყო, ნაკლები გარდაცვლილი გვეყოლებოდა. ამიტომ გემუდარებოდით და გთხოვდით. მარტის ბოლოს მოზრდილი მოსახლების აცრის 44%-ზე ავდივართ“ _ აცხადებს გამყრელიძე.