კორონავირუსის შემთხვევების დღევანდელი მონაცემები ვებგვერდზე სრულად არ არის ასახული. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, ამის მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია, რომელიც პორტალზე მიმდინარეობს.
4000 შემთხვევა და 21 გარდაცვლილი, ინფიცირების ეს მაჩვენებელი რეალურ სიტუაციას არ ასახავს, გვაქვს უფრო მაღალი ციფრი, სადღაც 40% . რეალურად, შაბათ-კვირას პორტალის განახლება ხდებოდა და იყო ტექნიკური სამუშაოები. ყველა მონაცემის პორტალზე ატვირთვა ვერ მოხერხდა. დღევანდელი ციფრებით ვერ ვიმსჯელებთ, ხვალ იქნება განახლებული მონაცემები, რომელიც მოიცავს როგორც კვირის, ასევე ორშაბათის შემთხვევებსაც“ _ განაცხადა ამირან გამყრელიძემ.