ავღანეთში შიიტურ მეჩეთში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“ იუწყება. აფეთქება ქალაქ კანდაარში პარასკევის ლოცვის დროს მოხდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 32, ხოლო დაშავდა 45 ადამიანი.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის დროს მეჩეთი მლოცველებით სავსე იყო.
ეს ამბავი ავღანეთში მომხდარი ანალოგიური აფთქებიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე მოხდა. გასულ პარასკევს ქალაქ კუნდუზში, მეჩეთში ლოცვის დროს მომხდარ აფეთქებას 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა.