ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უკვე აეროპორტში არიან და გამომგზავრებას ელოდებიან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს მოქალაქეები აეროპორტში არიან, ისინი უსაფრთხოდ არიან და ელოდებიან გამოფრენას. სხვა დეტალებს ვერ გეტყვით“ - აცხადებენ უწყებაში.
მთავარი ფოტო: aljazeera.com