ავღანეთი თალიბანმა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა - ამის შესახებ დაჯგუფების პრეს-სპიკერმა ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა ტვიტერზე განცხადება გამოაქვეყნა.
"აშშ-ზე გამარჯვების დეკლარირებით დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. ის ბრიტანეთის მმართველობისგან გათავისუფლების 102 წლისთავს უკავშირდება", - ნათქვამია თალიბანის წარმომადგენლის ტვიტში.ავღანეთის ისლამურ საამიროს, როგორც ქვეყნის სახელს თალიბანი 1996-2001 წლებშიც იყენებდა.
ნატოს კოალიციური ჯარების მიერ ავღანეთის ტერიტორიის დატოვების შემდეგ, თალიბანმა ქვეყნის აღება მოახერხა, 16 აგვისტოს კი დედაქალაქ ქაბულში შევიდა.
მთავარი ფოტო: Al jazeera