იაგო ხვიჩია ჟურნალისტებთან დმანისში მომხდარ ინციდენტს აფასებს. „გირჩის“ დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს ადამიანი საკრებულოს წევრი არ უნდა გახდეს.
„თუ მართლა „ქართული ოცნების" კანდიდატის შვილის მიერ მოხდა დაჭრა, ის კანდიდატი უნდა მოიხსნას. ჩვენ ახლა ვიცით, რომ ვირჩევთ ადამიანს, რომლის შვილმაც მამის არჩევის გამო კაცი კინაღამ მოკლა, დაასახიჩრა. „ქართული ოცნება“ პირველი, რასაც ახლა უნდა აკეთებდეს, ამ კანდიდატს უნდა ხსნიდეს რეგისტრაციიდან. ყველას ინტერესია, რომ ადამიანი კრიმინალის შედეგად არ გახდეს საკრებულოს წევრი“ - ამბობს იაგო ხვიჩია.
მთავარი ფოტო: gdb.rferl.org