პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა დმანისში არსებული ვითარება დაგმო და აღნიშნა, რომ ადგილზე მოვლენები სპონტანურად განვითარდა.
ქადაგაშილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტის წარმოშობის პირველი კერა სამართლებრივად იყოს შეფასებული და მასზე დროული რეაგირება გაკეთდეს. ქადაგაშვილის განმარტებით მიუღებელია იმის თქმა, რომ დაპირისპირება ეროვნული ან ეთნიკური ნიშნით მიმდინარეობს.
"ასეთ დროს მნიშვნელოვანია, კონფლიქტის წარმოშობის პირველივე კერა იყოს სამართლებრივად შეფასებული და დროული რეაგირება გაკეთებული. მთავრობა სრულად დაინტერესებულია, რომ ეს კონფლიქტი აღმოიფხვრას. ყოფითი კონფლიქტი გუშინ ბანალური მიზეზის გამო დაიწყო და მისი ეროვნული და ეთნიკური ნიშნით შემოსვა მიუღებელია ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ასევე რეგიონში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. თუ ვინმე უნდა იყოს დაინტერესებული კონფლიქტის გაღვივებით, ეს არის ცალსახა მტრობა ქვეყნის მიმართ. წინასწარ ვერ ვიტყვი, პროვოცირებული იყო თუ სპონტანურად, მაგრამ როგორც ჩანს, სპონტანური იყო" - აცხადებს ქადაგიშვილი.
ფოტო: facebook