შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ დმანისში 16 და 17 მაისს განვითარებული მოვლენების შედეგად გამოძიება უკვე დაწყებულია თუმცა, ამ ეტაპზე, დაკავებული არავინ არ არის.
"შსს-მ გუშინაც განმარტა და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, როგორც პირველ, ასევე გუშინ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება, მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიულ- სამძებრო და ასევე საპროცესი მოქმედებები. დაკავებული არავინაა, არცერთი პირი. გუშინ რამდენიმე პირი გადაიყვანეს გამოკითხვაზე, თუმცა არ დაუკავებიათ. ისინი დაკითხვის შემდეგ გათავისუფლდნენ. ჩვენ ვაგრძელებთ სრულყოფილ, ამომწურავ გამოძიებას. ყველა ფაქტის და გარემოების დეტალური შესწავლა მოხდება გამოძიების მხრიდან და გამოძიება რა შედეგებსაც მოგვცემს, იმის მიხედვით მოხდება შესაბამისი მოქმედებები", - განაცხადა დარახველიძემ.
ცნობისთვის, გუშინ, შსს-ის მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმაც მსგავსი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ კონფლიქტში მონაწილე რამდენიმე ადამიანი გამოკითხვაზე იყო გადაყვანილი, თუმცა, ისინი არ დაუკავებიათ.
ფოტო: 1TV