დმანისში, რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა მინისტრო, ვახტანგ გომელაური ჩავიდა.
მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან აღნიშნა, რომ ყველა ის პირი, რომელმაც კანონი დაარღვია სრული სიმკაცრით დაისჯება.
"დაპირისპირებაში გადაყვანის თემა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ეთნიკურად აზებაიჯანელები თუ ქართველები ესენი ჩვენი მოქალაქეები არიან, ერთად ცხოვრობენ საუკუნეების მანძილზე, ჩვენი ძმები არიან ყველა. ამას არ დავუშვებთ, დაისჯება უმკაცრესად, ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში, რა თქმა უნდა", - აცხადებს გომელაური.
დმანისში უკვე ორი დღეა ფიზიკური დაპირისპირება მიმდინარეობს. სიტუაცია დღეს ძალიან გამწვავდა, ადგილზე საპატრულო პოლიციის დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
ფოტო: report.ge