ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათლაშვილის განცხადებით, მისი გამარჯვების შემთხვევაშ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სარგებლობა უფასო გახდება, ამის შესახებ მან დღეს, 7 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის მოხსნასთან დაკავიშირებით, მათი ზეწოლის შედეგია.
"ხელისუფლებამ ვერ გაუძლო ჩვენს ზეწოლას, ჩვენს სარჩელებს, მსოფლიო ორგანიზაციებში ჩვენს აქტიურობას და იძულებული გახდა, ხელი აეღო განზრახვაზე, გამოეკეტა წინასაარჩევნოდ ხალხი სახლებში და ჩაეხშო საპროტესტო ტალღა. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდება უფასო" - განაცხადა ნათელაშვილმა.