ლეიბორისტული პარტიის ლიდერს პარლამენტის გადაწყვეტილებით სადეპუტატო მანდატი გუშინ გაუუქმდა. უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციას მანდატების დატოვებისა და ქუჩის აქციებისკენ მოუწოდა. აღნიშნულს ,,მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა.
,,არასერიოზული მოწოდებაა, მეტისმეტი ზიგზაგები გამოუვიდა შალვა ნათელაშვილს, სამჯერ შეცვალა პოზიცია. მთელი წელი გვაკრიტიკებდა ვინც პარლამენტში შევედით, შემდეგ თქვა, რომ მეც უნდა შევიდეო, გამოკითხვა ჩაატარა, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ სხვა შემთხვევაში დაფინანსება შეუწყდებოდა, შემდეგ მანდატი გაუუქმდა, ამას მეც მივეცი ხმა, შემდეგ თქვა, რომ დატოვეთ ყველამ პარლამენტი და ქუჩაში გამოდითო. ეს მისთვის დამახასიათებელი არასერიოზულობაა“ _ განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.