სეზონის მიხედვით ისმის ვადამდელი არჩევნების მოთხოვნები. სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი საკუთარ შეცდომებზე ვერ სწავლობს, რომ არანაირი მხარდაჭერა მათ და ამ მოთხოვნას საზოგადოებისგან არ აქვს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მთავარი პრობლემა არის არა პოლარიზაცია, არამედ ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაცია.
,,იმის ნაცვლად, რომ დეპოლარიზაციისკენ გადაედგათ ნაბიჯი, პირიქით, პოლარიზაციის გაღრმავებისა და რადიკალიზმისკენ გადადგეს ნაბიჯი. როდესაც პოლარიზაციაზე ვსაუბრობთ, სინამდვილეში ჩვენ გვაქვს არა პოლარიზაცია, არამედ ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაცია, რაც იწვევს ამ პოლარიზაციას. მთავარი პრობლემაა არა პოლარიზაცია, არამედ ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაცია, რადიკალური დღის წესრიგი, რომელსაც ისინი მიჰყვებიან. არჩევნები 2024 წელს ჩატარდება. სერიოზულიც არ არის ამ თემებზე კომენტარის გაკეთება. სეზონის მიხედვით ისმის ვადამდელი არცევნების მოთხოვნები. სამწუხაროდ, ოპოზიციის ეს ნაწილი საკუთარ შეცდომებზე ვერ სწავლობს, რომ არანაირი მხარდაჭერა მათ და ამ მოთხოვნას საზოგადოებისგან არ აქვს“ _ განაცხადა სალვა პაპუაშვილმა.