იცოდით, რომ ბარსელონაში ყველა ტაქსი ყვითელი და შავი ფერისაა? მიზეზი ანტონიო გაუდის უკავშირდება.
„ღმერთის არქიტექტორად“ წოდებული ანტონიო გაუდი 1926 წელს ტრაგიკულად დაიღუპა.
საბედისწერო დღეს გაუდი ჩვეულებისამებრ ბარსელონას ქუჩებში სეირნობდა. 74 წლის არქიტექტორს ტრამვაი დაეჯახა.
არც თუ ისე კარგად ჩაცმულ ადამიანს დახმარება არავინ გაუწია. ტაქსებმა კი მის გადაყვანაზე უარი განაცხადეს, რადგან ჩათვალეს, რომ ის მგზავრობის თანხას ვერ გადაიხდიდა. ასე მოხვდა გაუდი ღარიბთა და უმწეოთა საავადმყოფოში. მეორე დღეს, სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ მომაკვდავი ანტონიო გაუდი იყო. თუმცა, მან უკეთეს საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი თქვა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
გაუდის გარდაცვალების მეორე დღესვე ბარსელონას მერმა გასცა განკარგულება, რომ ტაქსისტებს თავიანთი ავტომობილები შავ-ყვითლად გადაეღებათ. კატალონიაში შავი ფერი გლოვის, ხოლო ყვითელი - სირცხვილის ნიშანია.
ანტონიო გაუდი თავის დაუსრულებელ შედევრში - საგრადა ფამილიაში დაკრძალეს, რომელიც მისი გარდაცვალებიდან 100 წლისთავზე - 2026 წლის 10 ივნისს უნდა დასრულდეს.
მთავარი ფოტო: tosikarchitect.com