დღეს ორმა გავლენიანმა გამოცემამ, მოულოდნელი ინფორმაციაა გაავრცელა, ლიონელ მესისთან დაკავშირებით.
დღისით მადრიდულმა „Marca”-მ დაწერა, რომ მესი ბარსელონადან წასვლასთან ისე ახლოს არის, როგორც არასდროს და მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება თითქმის შეუძლებელია.
ცოტა მოგვიანებით კი „Marca”-ს მხარი, „Rac1”-მა აუბა და დაადასტურა, რომ მადრიდული გამოცემა არ ცდება და მესი ბარსელონასთან ახალ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, როგორც წყარო იუწყება ამის მიზეზი, გუნდის სპორტული და ფინანსური მდგომარეობაა, რომელიც მესის არ მოსწონს. მათივე მტკიცებით კლუბის ხელმძღვანელობამ ეს ამბავი უკვე აცნობა გუნდის ლიდერებს.
ვითარების ასეთ შემობრუნებას ნამდვილად არავინ წარმოიდგენდა, რადგან ყველა ერთხმად ამბობდა, რომ გუნდის კაპიტანი ხელფასის შემცირებას დათანხმდა და ახალ 5 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებდა, რომლის თანახმადაც 2 წელში ლეოს კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის უფლება ექნებოდა.
ეს ინფორმაცია ჯერ 100% დადასტურებული არაა, თუმცა „ლა ლიგის“ დაწყებამდე ერთი კვირა რჩება და უახლოეს საათებში აუცილებლად გვეცოდინება საბოლოო ვერდიქტი.