როგორც მოგეხსენებათ, ლიონელ მესის 21 წლიანი კარიერის შემდეგ, ბარსელონა დატოვება მოუხდა და ახლა იგი „პსჟ“-ს ფეხბურთელია.
როდესაც ბარსელონამ დაადასტურა, რომ მესის დარეგისტრირებას ვერ ახერხებდა, გულშემატკივრებს მცირედი იმედი კიდევ ჰქონდათ დარჩენილი, თუმცა 8 აგვისტოს თავად ლიონელმა გამართა პრესკონფერენცია და ყველაფერი დაადასტურდა. ამ ყველაფერს კი ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია, მესის პრესკონფერენციის დაწყებამდე აუჩუყდა გული და დიდ ხანს ვერ აგრძელებდა სიტყვის წარმოთქმას, საბოლოოდ კი მას, მეუღლემ, ანტონელა როკუცომ ხელსახოცი მიაწოდა, რითაც ლეომ ცრემლები შეიმშრალა.

ახლახანს კი ერთ-ერთ ესპანურ ვებ გვვერდზე, სწორედ ეს ხლსახოცი გამოჩნდა და 1 000 000% ღირს. ვებგვერდი ირწმუნება, რომ მასზე 6 გზის ოქროს ბურთის მფლობელის ცრემლები ისევ შერჩენილია და თუ რეალური მყიდველი გამოჩნდება, შეუძლია ექსპერტიზაზე გადაამოწმოს.
თავად მესიმ კი ახალ გუნდში პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა, სადაც ბარსელონადან წასვლისგან განცდილი დიდი სტრესის შემდეგ, აშკარად ბედნიერი ჩანდა, „პსჟ“-მ ლეო თბილად მიიღო.