ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში ხანძრის შედეგად სამტრედიელი ორი ძმა დაიღუპა. ხანძარი ოთხსართულიან შენობაში გაჩნდა, რასაც 27 წლის გიორგისა და 22 წლის საბა მატარაძეების სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი კორპუსის ყოფილმა მაცხოვრებელმა განზრახ გააჩინა. ძმები ხანძრის შედეგად გამოწვეულმა კვამლმა გაგუდა. ერთი ძმა კართან ნახეს გარდაცვლილი, ახლობლების განცხადებით, ის სავარაუდოდ კარის გაღებას ცდილობდა. მეორე კი სააკადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ძმები ესპანეთში სამუშაოდ დაახლოებით ორი თვის წინ ჩავიდნენ.