ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში ხანძრის შედეგად სამტრედიელი ძმები დაიღუპნენ. როგორც გარდაცვლილების დედა აცხადებს, ბიჭებს ეძინათ, როდესაც შენობის პირველ სართულზე ვიღაცამ ხანძარი გააჩინა.
4-სართულიან შენობაში ბინა მე-3 სართულზე ჰქონდათ ნაქირავები. პირველ სართულზე ვიღაცა თავხედმა ხანძარი გააჩინა. არ ვიცი გული მოუვიდა თუ რა იყო, რაღაც მიზეზის გამო ხანძარი გააჩინა და დაკვამლიანებამ ჩემი შვილები შეიწირა. დაძინებული შვილები დამეღუპა“ _ ამბობს ბიჭების დედა.
გარდაცვლილები 27 წლის გიორგი და 22 წლის საბა მატარაძეები არიან.